ISW: მობილიზაცია ვერ შეუშლის ხელს უკრაინას გაათავისუფლოს მეტი ტერიტორია
გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია სწრაფად და დრამატულად ვერ შეცვლის მიმდინარეობს და მაქსიმალური ეფექტის პირობებში რუსეთის არმიას ცოცხალი ძალის არსებულ დონეზე შეინარჩუნებს, თუმცა ამის დაზუსტებით თქმაც შეუძლებელია.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტუტის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას ეძღვნება.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უცნობია აქტიური და ბრძოლისუნარიანი რეზერვის რა ნაწილია უკვე გაწვეული - დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაიწვია ათასობით ბრძოლისუნარიანი რეზერვისტი.
ამასთანავე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთში სავალდებულო გაწვევის ფარგლებში აყვანილ სამხედროები მომზადების არაფექტურ კურსს გადიან, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ საერთოდ არანაირ წვრთნას აღარ იღებენ.
სერგეი შოიგუს თქმით, მობილიზაცია ქვეყანაში ტალღებად ჩატარდება შესაბამისად რეზერვისტების წვრთნას და უკრაინაში გაგზავნას თვეები დაჭირდება. აქედან გამომდინარე ეს ფრონტზე ვითარებას კარდინალურად ვერ შეცვლის.
"აქედან გამომდინარე რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ძალიან მცირე გავლენა ექნება უკრაინის შესაძლებლობაზე გაათავისუფლოს მეტი ოკუპირებული ტერიტორია",- ნათქვამია მიმოხილვაში.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ეხმაურებიან ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებულ ბირთვულ შანტაჟს - მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პუტინს პირდაპირი ტექსტით არ უთქვამს, რომ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული ქოლგა დაიცავს.