ISW: პუტინი გრძელი კონვენციური ომისთვის ემზადება და არა ბირთვული დარტყმისთვის
უკრაინაში ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხანგრძლივი კონვენციური ომისთვის ემზადება და არა ბირთვული დარტყმისთვის.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია საუბარი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მთავარი მიზანი უკვე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა.
ამის დამადასტურებელ არგუმენტად სამხედრო ექსპერტების რუსეთში მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია მოჰყავთ - "პუტინმა ამ მობილიზაციაში ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა, რაც ასობით ათასი ახალგაზრდის ქვეყნიდან გაქცევაში გამოიხატა. ამ ფასის გადახდას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ პუტინი ომის გაგრძლებას აპირებს და იაზრებს, რომ ფრონტის ხაზის დასაფიქსირებლად დამატებითი ძალები გაგზავნაა საჭირო".
ISW-ის ექსპერტების თქმით, პუტინის იმედი აქვს, რომ მობილიზებულების დახმარებით, ის მოახერხებს უკრაინელების წინსვლის შეჩერებას გაზაფხულამდე, ხოლო იმ დროისთვის უკვე წვემამდელების იმედი აქვს, რომლებსაც გავლილი ექნებათ საჭირო სამხედრო მომზადება.
მათი თქმით, პუტინს იმედი აქვს, რომ ცივი ზამთრის პირობებში ზოგი ევრუპული სახელმწიფო მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის დახმარებას.