ISW: რუსეთი არ არის მზად დიდი იერიშის დასაწყებად

რუსეთმა ვერ შეძლო მომზადებულიყო დიდი იერიშისთვის და მაღალი ალბათობით, არსებულ გარემოებებში კრემლის მიერ დაანონსებული და სასურველი დიდი იერიშის დაწყების რესურსი არ აქვს. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსიტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია საუბარი. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მიმოიხილავენ რუსეთის ულტრანაციონალისტურ, Z წრეებში გავრცელებულ შეხედულებებს - Z ბლოგერების უმეტესობა ახალი მასშტაბური იერიშის შესაძლებლობის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ისინი კვლავ აკრიტიკებენ თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს. 

რუსეთს მასშტაბური იერიშის წამოწყება გაუჭირდება უკრაინელი სამხედროების აზრითაც - ამის ერთ-ერთ მიზეზად მობილიზებულების მომზადების დაბალი ხარისხი სახელდება. რუსეთმა ომის პირველ ფაზაში პროფესიულ არმიის დიდი ნაწილი დაკარგა, ხოლო ამ ელიტურ დანაყოფების შევსებაც კი მობილიზებულებით შეეცადა. 

რუსეთის ულტრანაციონალისტურ წრეების რწმენა დამატებითად შეარყია რუსეთის არმიის მნიშვნელოვანმა ტაქტიკურმა წარუმატებლობამ ვუჰლედართან. 

კონტექსტი 

არაერთი ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის დაანონსებული იერიში უკვე დაიწყო, თუმცა მისი მასშტაბები უფრო მცირეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა ამ დროისთვის ლუჰანსკის ოლქში კრემენნაია-სვატოვეს ხაზზეა მიმართული. 

მსგავსი სიახლეები