ISW: რუსეთის მხრიდან დონბასში გარღვევის შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება

ომის შესწავლის ინსტიტუტი [ISW] გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას აფასებს.

ინსიტუტის მკვლევარების აზრით, აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი გარღვევის შანსები რუსეთისთვის გამუდმებით მცირდება

ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა გაატარეს, მათ შორის საუბარია ხარკოვის რაიონში მდებარე სტრატეგიული დასახლების რუსკაია ლაზოვაიას დაბრუნებაზე. 

"ამან შესაძლოა შეამციროს ზეწოლა ხარკოვის იმ რაიონებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის საოკუპაციო ძალების საარტილერიო დაბომბვებისგან". 

გარდა ამისა მოსალოდნელია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევები რუსეთს აიძულებს მთავარ მიმართულებაზე მობილიზებული ჯარების ნაწილი ამ მიმართულებით გადმოისროლოს. 

"სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეძლებენ მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ. ამასთანავე მოსალოდნელია, რომ უკრაინელი მებრძოლები უახლოეს დღეებში უფრო მასშტაბურ კონტრშეტევებს განახორციელებენ". 

დოკუმენტში მოყვანილი მთავარი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • რუსეთს იზიუმის მიმართულებით დამატებით ნაწილებს გადაჰყავს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მასშტაბური წარმატებური შეტევის განხორციელებაში დაეხმარება;

  • რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონიათ რაიმე წინსვლა იზიუმის სამხრეთ-დასავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ასევე, არც დასავლეთით დონეცკ-ლუჰანკსის ფრონტზე;

  • რუსეთი საოკუპაციო ძალები ჯერჯერობით აყოვნებენ იერიშს ხერსონში ამ დროს კი ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებისა და გადაჯგუფებისთვის იყენებენ. მათი საბოლოო მიზანი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლაა;

  • საოკუპაციო ძალები აძლიერებენ კონტროლის მარიუპოლის დაპყრობილ ნაწილზე, თუმცა მიანიშნებენ რუსეთში ძალით გაყვანილ უკრაინელი მოქალაქეების დაბრუნებაზე მომავალში;

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ კრებსს ავრცელებს

გაერთიანებული შტაბის ცნობით, 30 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 9 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია მტრის 8 ტანკი, 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 საარტილერიო სისტემა. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 2 თვითმფრინავი СУ-25 და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. 

29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან. 

იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი. 

 

მსგავსი სიახლეები