ISW: რუსეთის სამობილიზაციო სისტემა იგივენაირ მზაობაში აღმოჩნდა როგორც არმია

რუსეთის სამხედრო მობილიზაციის მიმდენარეობის პირველივე დღეებში ადგილი აქვს სერიოზულ, სისტემურ პრობლემებს. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, მობილიზაციის დაწყების პირველივე საათებში გამოვლინდა, რომ გაწვევა რეზერვისტად ხშირად შეცდომით მიმდინარეობს - ვლადიმირ პუტინისა და სერგეი შოიგუს მტკიცების მიუხედავად, გაწვევა ხშირად მისდით სტუდენტებს, ასევე ხშირად გაწვევა მისდით მოხუცებულებს და ისეთ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახური საერთოდ არ გაუვლიათ. 

ამასთანავე მკვლევარები განმარტავენ, რომ თავისთავად ამ მასშტაბის პროცესის წამოწყებას შესაძლოა მოჰყოლოდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სამობილიზაციო სისტემა იგივენაირ მზაობაში აღმოჩნდა, როგორც რუსეთის არმია ომის დაწყებამდე. 

"პოსტსაბჭოთა დროში გამოცხადებულმა მობილიზაციის პირველმა კამპანიამ გამოავლინა არაფექტური ბიუროკრატული სისტემა, რომელიც ალბათ ვერ შეძლებს მოკლე დროში აუცილებელი რაოდენობის ბრძოლისუნარიანი რეზერვის მიწოდებას", - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებით რუსეთი ომში სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ფრონტზე უკმაყოფილო და ცუდად გაწვრთნილი ადამიანების გაშვებით, ბევრმა მათგანმა შესაძლოა ღიად გამოთქვას საკუთარი პოზიცია.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, არის რისკი, რომ მობილიზაციამ გაზარდოს უკმაყოფილება როგორც ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან, ასევე უშუალოდ რუსეთში. 

ამავდროულად მიმოხილვაში ნათქვამია, რომ არ არის გამორიცხული რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაუმკლავდეს გამოვლენილ პრობლემებს და ძალისხმევა სწორი მიმართულებით მიმართოს. 

მიმოხილვაში ცალკე თავი ეთმობა რამზან კადიროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მობილიზაცია ჩეჩნეთს არ შეეხება, რადგანაც მისი თქმით, სამობილიზაციო კვოტას ჩეჩნეთმა 250%-ით გადააჭარბა. 

"კადიროვის განცხადება კრემლისთვის საგანაგაშო ინდიკატორია: თუ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და აგრესიული მომხრე გრძნობს აუცილებლობას, რომ უარი თქვას საკუთარი თანამოქალაქეების მობილიზაციაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კადიროვი სახალხო უკმაყოფილობას გრძნობს". 

მსგავსი სიახლეები