ISW: სევეროდონეცკთან რუსებს წინსვლა აქვთ, იზიუმში მათი შეტევა გაჭედილია
სევეროდონეცკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებს არსებითი წინსვლა აქვთ, თუმცა მათი შეტევა პრაქტიკულად შეჩერებულია იზიუმის მიმართულებით.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა გეგმა შეცვალეს და იზიუმ-სლოვიანსკ-ლისიჩანსკ-დებალცევოს ხაზზე გამაგრებული უკრაინის არმიის დაჯგუფების ალყაში მოქცევის მაგივრად უფრო მოკრძალებულ მიზანს ისახავდნენ.
კერძოდ საუბარია სევეროდონეცკისა და ლისინჩანკის ხაზზე გამაგრებული უკრაინის არმიის ნაწილების ალყაში მოქცევის მცდელობაზე. ამ მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებს არსებითი წინსვლა აქვთ - 12 მაისისთვის ისინი უკვე აკონტროლებდნენ ქალაქ რუბეჟნოეს, ასევე, სევეროდონეცკიდან ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ვოევოდივკას.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში სევეროდონეცკის მიმართულებით მასშტაბური შეტევა დაიწყება. ვითარება მკვეთრად განსხვავებულია იზიუმის მიმართულებით, სადაც რუსების შეტევა უკვე რამდენიმე კვირა გაჩერებულია და პრაქტიკულად არანაირი წინსვლა არ აქვთ.
ამის ფონზე იზიუმის მიმართულებით შემცირებული აქტივობა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ რუსები ამ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას განიხილავენ.
უკრაინელების უკან დახევის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ რთული სათქმელია რამდენად შეძლებენ რუსები უფრო მცირემასშტაბიანი მიზნების მიღწევას და ლისიჩანსკს-სევეროდონეცკის დაჯგუფების ალყაში მოქცევას.
ამ დრომდე რუსეთის ყველა მცდელობა წინ წაწეულიყო დასახლებულ რაიონებში წარუმატებლად დასრუდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც შედეგი განსხვავებული იყოს.
გარდა ამისა უფრო ხშირად ვრცელდება ხმები აღმოსავლეთში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილების დემორალიზაციის შესახებ. სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯარისკაცები უარს ამბობენ საბრძოლო დავალების შესრულებაზე.
ეს მიანიშნებს საბრძოლო სულისკვეთების პრობლემებზე და ეფექტური და ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობაზე - ეს პრობლემები რუსეთის არმიამ ამ დრომდე ვერ გადაჭრა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ზრდის პარალელურად მოსალოდნელია, რომ პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება.
რუსეთის არმიისთვის ამ დროისთვის ყველაზე რთული მონაკვეთი ხარკოვის შემოგარენია, სადაც ისინი ყოველდღიურად კარგავენ პოზიციებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ხარკოვიდან გაყვანილმა დანაყოფებმა სევეროდონეცკის მიმართულება გააძლიერეს, თუმცა იმის ფასად, რომ ხარკოვის ირგვლივ რუსეთის არმიის ის პოზიციები დათმო საიდანაც ქალაქს არტილერიული დანადგარებით ბომბავდა.
ამავდროულად ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრ-შეტევა აიძულებს რუსეთის არმიას ყურადღება გადაიტანოს მათ შეჩერებაზე და არა ქალაქის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
"ხარკოვის მიმართლებით განვითარებული კონტრშეტევა სულ მეტად ემსგვასება იმ კონტრშეტევას, რომლითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკუაგდეს საოკუპაციო ძალები კიევის ოლქიდან და მთლიანად დასავლეთ უკრაინიდან",- ნათქვამია მიმოხილვაში.
ამავდროულად, ინსტიტუტის მკველვარები განმარტავენ, რომ ჯერჯერობით რთული სავარაუდოა მიიღებს თუ არა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მსგავს გადაწყვეტილებას ხარკოვთან მიმართებით და გამოიყვანს თუ არა ჯარებს ამ მიმართულებიდან.
მიმოხილვაში მოყვანილი სხვა მთავარი აქცენტები შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთის ძალებმა ინტენსიურად ბომბავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ხარკოვის ჩრდილოეთში;
- უკრაინის კონტრშეტევა რუსულ არტილერიას მოქმედების თავისუფლებას ართმევს და აიძულებს კონცენტრირებული იყოს შეტევის შეჩერებაზე;
- რუსეთის შეიარაღებული ძალები ამაგრებენ პოზიციებს კუნძულ ზმეინიზე - რუსების მიზანია შეზღუდოს უკრაინის საზღვაო კომუნიკაცია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და დაბლოკოს უკრაინის არმიისთვის ოდესა.