ISW: უკრაინა იმყარებს პოზიციებს ლიმანთან, რუსეთის შეტევა ბახმუტზე წარუმატებელია

უკრაინა ამყარებს პოზიციებს სტრატეგიულ მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანთან, ხოლო უკრაინელების მიერ კონტროლირებად ქალაქ ბახმუტზე შეტევა წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი

"ლიმანის რაიონში გრძელდება სასტიკი ბრძოლები და ფრონტიდან მოსული ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინელები ახლოს არიან გადაჭრან ოკუპანტების მომარაგების ბოლო გზები და ოკუპანტების ლიმანის დაჯგუფება ოპერატიულ ალყაში მოაქციონ", - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ადასტურებენ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ლიმანის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის გარღვევისა და რამდენიმე დასახლების გათავისუფლების შესახებ. 

გარდა ამისა, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე დაამყარეს საცეცხლე კონტროლი ოკუპანტების მომარაგების ბოლო ხაზზე - ეს არის ავტომაგისტრალი, რომელიც დასახლება სვატოვედან მოდის. 

უკრაინის დევერსიული და მოწინავე დაჯგუფებები უკვე შეამჩნიეს ქალაქ იამპოლსა და ტორსკოეში, რომელიც ლიმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. 

ბახმუტი, რომელიც ამჯამად უკრაინის ერთადერთი ქალაქია, სადაც რუსეთის არმიას ჯერ კიდევ ცდილობს შეტევას გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების აქტივობები წარუმატებლად დასრულდა. 

ფრონტის ამ მიმართულებით ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის ბოევიკები მოქმედებენ, რომლებიც ხშირად რუსეთის საპატიმრო კოლონიებიდან რეკრუტირებულ რეზერვისტებს ეყრდნობიან. 

გარდა ამისა ISW-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთი ყოველგვარი წვრთნისა და მომზადების გარეშე ხერსონისა და ხარკოვის ფრონტზე უშვებს მობილიზებულ რეზერვისტებს. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა წარმატებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა კროვოი როგის აეროპორტზე და პრაქტიკულად გამოიყვანა მწყობრიდან. 

 

მსგავსი სიახლეები