ISW: უკრაინის არმია ოკუპირებული კუპიანსკს სავარაუდოდ 72 საათში დაიკავებს
ხარკოვის ოლქში უკრაინის მოულოდნელი და წარმატებული კონტრშეტევა გრძელდება - უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ ოკუპირებული ქალაქი კუპიანსკი მომდევნო 72 საათში გაათავისუფლონ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
კუპიანსკი ფრონტის ამ მიმართულებით საკვანძო ქალაქია, მისი დაკავების შემთხვევაში ეს სერიოზულად გააურესებს ოკუპანტების კავშირს იზიუმთან და ფრონტის ამ ნაწილში მობილიზებული ნაწილების მომარაგების შესაძლებლობას.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წარმატებულმა და სწრაფმა წინსვლამ ბალაკლეის მიმართულებით საოკუპაციო ძალებში პანიკა გამოიწვია. სატელიტური ფოტოებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბილი რუსეთის სამხედრო შტაბი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლების მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ოკუპანტების ყველაზე დიდი წარუმატებლობაა მაისში მდინარე ბილოჰორივკას გადაკვეთის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. სხვადასხვა მონაცემებით მაშინ მდინარის ნაპირზე ოკუპანტების მთელი ბატალიონის ტაქტიკური დაჯგუფება გაანადგურეს.
მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის კონტრ-იერიში ხარკოვის ფრონტზე 20 კილომეტრით დაწინაურდა, ჯამურად იერიშის წამოწყებიდან კი საუბარია ფრონტის ხაზის დაახლოებით 50 კილომეტრიან გარღვევაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხარკოვში უკრაინის მიერ წამოწყებულ კონტიერიშზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.