იტალია უკრაინელი სამხედროების წვრთნას დაიწყებს
იტალია უკრაინელ ახალწვეულებს იტალიის სამხედრო ობიექტებში მოამზადებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სასწავლო პროგრამებში.
ამის შესახებ ხუთშაბათს, იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა.
ამ დროისთვის, იტალიის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის ევროპულ ინიციატივაში მონაწილეობის შესაძლებლობას "შტაბის პერსონალის ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში გაგზავნით და ასევე შეუძლია შესთავაზოს სპეციალიზებული სასწავლო მოდულები, რომლებიც იტალიის სკოლებში და სამხედრო ობიექტებში ჩატარდება", - თქვა კროზეტომ იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
"ეროვნული წვლილი ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ინიციატივებში ითვალისწინებს, 2023 წლიდან, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ მისიაში მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას საწვრთნელი აქტივობების ჩატარებით და მათი პოტენციალის გაზრდით." - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
13 მაისს იტალიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია. მასთან შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.