იტალიის პრემიერი 2023 წლის დასაწყისში უკრაინას ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უკრაინას 2023 წლის დასაწყისში ეწვევა. ამის შესახებ მან Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

მელონის თქმით, ის მომავალი წლის პირველ თვეებში უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრი აპირებს სატელეფონო საუბარი გამართოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განიხილოს ამ ვიზიტის დეტალები. მელონიმ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად უკრაინაში ვიზიტი დაასახელა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ როდესაც თითქმის ყველა ქვეყანა "სინათლით ხარობს", უკრაინელები "სიბნელეში ცხოვრობენ".

"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს არდადეგებზე ყველაფრის გამორთვა, თუნდაც ერთი საათით: გაზი, დენი, ტელეფონი, ტელევიზორი... ჩვენ გავიგებთ, რამდენად უჩვეულოა მათი წინააღმდეგობის უნარი. ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ რას ნიშნავს თავისუფლება და სამშობლოს დაცვა", - განაცხადა მელონიმ.

მსგავსი სიახლეები