იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ
იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი კიევის რეგიონში - ბუჩის მცხოვრებლების - წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკე ვნახეთ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 4 აპრილს, ზაგრებში განაცხადა.
მან ასევე თქვა, რომ იტალია რუსული გაზზე სანქციებს ვეტოს არ დაადებს.
დი მაიოს განმარტებით, ბუჩაში მომხდარი სისასტიკის ფოტოებმა ის შოკში ჩააგდო. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
მინისტრის თქმით, იტალია "მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიუღებელ და გაუმართლებელ აგრესიას."