ჯანმომ კორონავირუსის პირველი ინდური ვაქცინა დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მისცა კოვაქსინს - კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური წარმოების ვაქცინას.
ჯანმოს თანახმად, კომპანია Bharat Biotech-ის წარმოებული ვაქცინის ორი დოზა კოვიდ-19-ს 78 %-ანი ეფექტიანობით უმკლავდება.
„კოვაქსინი განსაკუთრებით ხელმისაწვდომი იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაქცინის დეფიციტს განიცდიან“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
მარტში კოვაქსინით აიცრა ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი.
კოვაქსინი უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო მერვე ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ნებართვა მიიღო.