ჯო ბაიდენი პოლონეთს 20-22 თებერვალს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თებერვლის ბოლოს პოლონეთს ეწვევა. ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმა პარასკევს დაადასტურა.

"20-22 თებერვალს, პრეზიდენტი ბაიდენი პოლონეთს ეწვევა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება, რათა განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობა და კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე.

"გარდა ამისა, პრეზიდენტი ბაიდენი სიტყვით გამოვა უკრაინაში რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შემოჭრის წლისთავის წინ, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გააერთიანა შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად და როგორ გავაგრძელებთ უკრაინელ ხალხთან დგომას მანამ, სანამ საჭირო იქნება." - თქვა მან.

ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ე.წ. "ბუქარესტის ცხრიანის" - ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ცხრა ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები