ჯონსონი: არ მაქვს სურვილი უკრაინის დაფინანსება გავაგრძელოთ

კონგრესის სპიკერმა გამოთქვა იმედი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რომელიც დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს და უკრაინის დაფინანსების გაგრძელებაც საჭირო აღარ იქნება. 

ამის შესახებ მაიკ ჯონსონმა Punchbowl-თან ინტერვიუში განაცხადა. 

უკრაინისთვის დახმარების მორიგი ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ დასმულ კითხვაზე ჯონსონმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს და იმედოვნებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამის საჭიროებაც აღარ იქნება. 

"თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მჯერა ის შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას. ვფიქრობ ის დაურეკავს პუტინს და ეტყვის - საკმარისია",- განაცხადა ჯონსონმა. 

ჯონსონი ამბობს, რომ კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ომი უკრაინაში გაგრძელდება და საშიში მოვლენები განვითარდება. 

კონტექსტი

მაიკ ჯონსონი კონგრესის სპიკერად გასული წლის შემოდგომაზე კევინ მაკკარტის გადაყენების შემდეგ, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით აირჩიეს. 

ჯონსონს თითქმის 7 თვის განმავლობაში არ გამოჰქონდა კენჭისყრაზე უკრაინასა და ამერიკის სხვა მოკავშირეების სამხედრო დახმარების პაკეტი. 

საბოლოოდ 61 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი აშშ-ს კონგრესმა აპრილში მიიღო. 

ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება კონგრესის ნაწილის არჩევნებშიც, რომლის შედეგადაც მაღალი ალბათობით ქვედა პალატაში ძალთა ბალანსი რესპუბლიკელთა სასარგებლოდ შეიცვლება. 

მსგავსი სიახლეები