ჯონსონი: ბრიტანეთში ომიკრონ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონ ვარიანტით მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა.
პედინგტონში, ვაქცინაციის ცენტრთან მყოფმა ბორის ჯონსონმა განაცხადა: "სამწუხაროდ, ომიკრონით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია და მინიმუმ ერთი პაციენტი დაზუსტებულად დაიღუპა ომიკრონ შტამით."
ინგლისში კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირებული 10 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კვირას ბრიტანთში ომიკრონით ინფიცირების 1239 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ახალი ვარიანტით 3137 ადამიანია ინფიცირებული.
ბორის ჯონსონის თქმით, ომიკრონი ლონდონში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების 40%-ია და "ხვალ უკვე უმრავლესობა იქნება".