ჯონსონი: პუტინი უკრაინაში დამარცხდება
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 31 დეკემბერს Twitter-ზე საახალწლო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა 2023 წელს გაიმარჯვებს.
"აი, ჩემი საახალწლო პროგნოზები! ინფლაცია გააგრძელებს კლებას. ჩინეთი გამოჯანმრთელდება Omicron-ისგან (COVID-19 კორონავირუსის შტამი. - რედ.). პუტინი უკრაინაში დამარცხდება. და ზოგადად, 2023 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე - 2022. არ შეგეშინდეთ ოცნება. გილოცავთ ახალ წელს!" - დაწერა ჯონსონმა.
ვიდეოში ის იხსენებს, რომ 2022 წელს ბრიტანეთმა დედოფალი დაკარგა და მსოფლიომ ნახა ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომის დაწყება.
"მინდა გითხრათ, რატომ ველოდები 2023 წელს და რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. რადგან ეკონომიკა იწყებს აღდგენას და ჩვენ უკვე ვხედავთ ინფლაციის შემცირების ნიშნებს", - თქვა ჯონსონმა.
მან გამოთქვა აბსოლუტური რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში დამარცხდება.
"უკრაინელები მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო", - თქვა ჯონსონმა.