ჯონსონი: პუტინმა გზა გაუხსნა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

ნატოს არაფერი გაუკეთებია "უკრაინის დასაცავად" და ალიანსში "მისი გაწევრიანების ხელშესაწყობად." ეს მოსაზრება The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში, 30 იანვარს, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოთქვა.

"პუტინის შეჭრამდე [2022 წლის 24 თებერვალი] თუ მკითხავდნენ, როდის შეუერთდებოდა უკრაინა ნატოს, მე ვიტყოდი: "როდესაც ჯოჯოხეთი გაიყინება ან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ", - წერს პოლიტიკოსი.

ჯონსონის თქმით, პუტინი "არ უკრაინას თავს იმიტომ არ დასხმია, რომ მისი ნატოში გაწევრიანების ეშინოდა, რადგან მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს თითქმის არარეალური პერსპექტივა იყო."

"პუტინი უკრაინას თავს დაესხა, რადგან, სრულიად უსაფუძვლოდ, ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ უკრაინის დაცვას ძალიან სერიოზულად არ აღვიქვამთ, მას სურდა ძველი საბჭოთა იმპერიის აღორძინება და სულელურად სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა", - თქვა ბრიტანეთის ექს-პრემიერმა.

ის თვლის, რომ "სრული კატასტროფის თავიდან აცილება შეიძლებოდა" დასავლეთს "სიმამაცე და თანმიმდევრულობა" რომ ჰქონოდა და "უკრაინა ნატოში შეეყვანა."

ჯონსონმა დასავლეთს მოუწოდა უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც საჭიროა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის ნატოში მიღების პროცესი, დავიწყოთ ახლავე", - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონმა უკრაინის ნატოში გაწევრიანება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 22 იანვარს, კიევში ვიზიტის დროს განიხილა.

მსგავსი სიახლეები