ჯონსონი: უკრაინის დახმარებას მხარს დავუჭერთ გარკვეული პირობებით

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ქვეთა პალატის ახალმა სპიკერმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის დახმარების გაგრძელებას გარკვეული პირობებით. 

მაიკ ჯონსონის კომენტარს NBC news ავრცელებს

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე უჭერს თუ არა მხარს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას ჯონსონმა უპასუხა - "ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული პირობები გვჭირდება, რომელზეც მუშაობა მოგვიწევს."

ჯონსონის თქმით, ის ღიაა დისკუსისა და პროდუქტიული სამუშაოსთვის - "ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება, ჩვენ გვჭირდება თეთრი სახლის მიერ განსაზღვრული მკაფიო მიზნები."

კონტექსტი 

25 ოქტომბერს კონგრესმა 3-კვირიანი პაუზის შემდეგ ახალი, 56-ე სპიკერი აირჩია. მაიკ ჯონსონი დონალდ ტრამპტთან დაახლოებული პოლიტიკოსია - 2020 წელს ის ხელმძღვანელობდა კონგრესმენთა ჯგუფს, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდნენ. 

უკრაინასთან დაკავშირებით ჯონსონის პოზიციები სკეპტიკურია, მან მხოლოდ ერთხელ 2022 წლის აპრილში დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის გამოყოფას, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში დახმარების ახალი პაკეტების წინააღმდეგ გამოდიოდა. 

უფრო მეტი კონგრესის ახალი სპიკერის პოლიტიკური წარსულის შესახებ წაიკითხეთ ბმულმზე

მსგავსი სიახლეები