ჯონსონი ზელენსკიზე: თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ასეთი გამოსვლა
8 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ყველა იქ მყოფის გულამდე მიაღწია".
"არასდროს, ჩვენი საპარლამენტო დემოკრატიის მთელი საუკუნეების განმავლობაში, თემთა პალატას არ მოუსმენია ასეთი გამოსვლა. ევროპის დიად დედაქალაქში ახლა რუსული იარაღის სამიზნის ქვეშ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას." - თქვა ჯონსონმა.
"უკრაინელები, რომლებიც იცავენ საკუთარ სახლებს, თავიანთი გამბედაობითა და ერთგულებით მილიონობით ადამიანს შთააგონებენ," - აღნიშნა მან.
"და მე ვფიქრობ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო სიტყვები თავისუფალ სამყაროში არის: "Я – українець", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
8 მარტს, ბრიტანეთის თემთა პალატას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელების მიერ ნაცისტების მოგერიებას შეადარა. "ჩვენ დანებებას და დამარცხებას არ ვაპირებთ. უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს", - თქვა მან.