კამალა ჰარისი პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ პოლონეთში მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა.

"თქვენთან საუბარი დამეხმარება პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს მივაწოდო ინფორმაცია, რა გამოიარეთ და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - უთხრა მათ ჰარისმა.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინელი ლტოლვილებისთვის 53 მილიონი დოლარი უკვე გამოყო.

ჰარისის თქმით, უკრაინა 1.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

ხუთშაბათს ის პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასაც შეხვდა, სადაც ლტოლვილების დახმარების გზებზე ისაუბრეს. 

მსგავსი სიახლეები