კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
კანადის მთავრობამ რუსეთს 14 ივლისს ახალი სანქციები დაუწესა და მის მოქალაქეებსა და კომპანიებს რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიური მრეწველობისთვის მთელი რიგი საწარმოო სერვისების მიწოდება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსული მხარისთვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი ლითონების, ლითონის ნაწარმის, მანქანების, მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებასთან.
აკრძალვა ასევე ვრცელდება კომპიუტერებზე, ელექტრონულ და ოპტიკურ პროდუქტებზე, ელექტრომოწყობილობებზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე.
კანადურ ბიზნესებს 60 დღე აქვთ ადრე გაფორმებული კონტრაქტების დასასრულებლად.