კელოგისა და უიტკოფის შემდეგ სტამბოლში მარკო რუბიოც მიემგზავრება

სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი, მარკო რუბიო სტამბოლში რუსეთისა და უკრაინული დელეგაციების შესაძლო შეხვედრას დაესწრება. 

State Of Play: ამის შესახებ ერ-რიდში ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა - სწორედ რუბიო უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას, რომლებიც მათივე არ ჩაერთვებიან უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში და მიზანი პროცესზე დაკვირვებაა. 

  • ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ 15 მაისს სტამბოლში გასამართ სავარაუდო შეხვედრას დაესწრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, "საკმაოდ კარგი შედეგის იმედი აქვს" - გასულ დღეებში ამერიკელმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ თვითონაც ჩავა სტამბოლში. 
  • გენერალ კელოგის თქმით, ამერიკელი პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა თურქეთს, თუ კი იქ ვლადიმირ პუტინი იქნება. 

Big Picture: ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინელი პრეზიდენტის წინადადებას შეხვედრის შესახებ - ჯერჯერობით საკითხზე კრემლის ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა. რუსულ მედიაში გამოჟინილი ცნობების მიხედვით, პუტინის გამგზავრება სტამბოლში ნაკლებად მოსალოდნელია. 

  • ჯერჯერობით უცნობია რუსული დელეგაციის შემადგენლობაც - დმიტრი პესკოვის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინი მიიღებს და დელეგაციის შემადგენლობა "თავის დროზე" გახდება ცნობილი. 

  • Washington Post კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი, სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი უხელმძღვანელებენ. 

Сontext: ე.წ. სტამბოლის ტრეკის განახლების იდეით ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ გამოვიდა, რაც უარი თქვა უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მოთხოვნით 30-დღიან უპირობო ზავზე. 

  • ჩვენ განწყობილები ვართ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, რომელთა მიზანიც კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარება იქნება, რომლის მიზანიც იქნება გრძელვადიანი, მყარი მშვიდობის ისტორიულ პერსეპექტივაზე გასვლა"- განაცხადა პუტინმა.

  • რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას და მზად არის პირადადაც შეხვდეს პუტინს, თუმცა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა ზავის გარეშე. 

  • პუტინის წინანადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდა უკრაინას ტრამპმაც - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის შემდეგ გასაგები იქნება, არის თუ არა შესაძლებელი საერთოდ შეთანხმება, რის შემდეგაც ბრიუსელი და ვაშინგტონი შეთანხმებულად იმოქმედებენ. 

  • ევროპელი ლიდერები თავდაპირველად 30-დღიან ზავს ითხოვდნენ და ამერიკელი პრეზიდენტის მოწოდება აშკარად ეწინააღმდეგებოდა, მანამდე დასავლელ მოკავშირეებს შორის მიღწეულ თანხმობას. 

 

მსგავსი სიახლეები