ხარკოვის მერი: ქალაქი კარგად არის შეიარაღებული და მზადაა თავდაცვისთვის
ხარკოვის რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია მხოლოდ ლოზოვსკისა და ბარვენკოვსკის რაიონებიდანაა აუცილებელი, სადაც მოსალოდნელია სამხედრო სიტუაციის გამწვავება. ქალაქი ხარკოვიდან ევაკუაცია საჭირო არ არის. ამის შესახებ 6 აპრილს ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.
"ხარკოვი არის კარგად შეიარაღებული ქალაქი, რომელიც მზად არის თავდაცვისთვის. ვერც სამხედრო, ვერვ სამოქალაქო ადმინისტრაცია და ვერც მე, როგორც ხარკოვის მერი, ვერ ვხედავთ ხარკოვიდან ცენტრალიზებული ევაკუაციის საჭიროებას", - განაცხადა ტერეხოვმა. "მტერი აგრძელებს ქალაქის ხმელეთიდან არტილერიით და ჰაერიდან დაბომბვას, მტერი ებრძვის ჩვენს ხალხს. მაშასადამე, გადაწყვიტოს წასვლა თუ არა, ყველა ადამიანის წმინდა უფლებაა".
ხარკოვის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში რჩება და გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
"მე და მთელი ჩვენი გუნდი ადგილზე ვართ, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჩვენი კომუნალური სამსახურები აგრძელებენ გმირულ ბრძოლას და უზრუნველყოფენ ქალაქ ხარკოვის სიცოცხლეს. მე მჯერა ჩვენი ჯარის და ტერიტორიული თავდაცვის ძალების. ჩვენ გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ ქალაქ ხარკოვს", - აღნიშნა მერმა.