ხერსონის აეროდრომზე უკრაინელებმა 30 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს
7 მარტს, ღამით უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის მახლობლად, ჩერნობაევკას აეროდრომზე განთავსებული 30 რუსული ვერტმფრენის განადგურება. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობა იტყობინება.
"ღამით უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს ხერსონის მახლობლად მდებარე ჩერნობაევკას აეროდრომი. განადგურდა მტრის მიერ დროებით განთავსებული 30 შვეულმფრენი, ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 6 მარტს, ნიკოლაევის გარეუბანში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტების სამი კოლონა გაანადგურეს.
"უკრაინელმა დამცველებმა მოპოვეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ავტომობილები და შვიდი ერთეული D-20 ჰაუბიცა", - ნათქვამია სარდლობაში.