ხერსონში აფეთქდა სასტუმრო, სადაც კოლაბორაციონისტი ექს-დეპუტატი დაიღუპა

ოკუპირებულ ხერსონის ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი წევრი რეგიონების პარტიიდან ალექსეი ჟურავკო. ამის შესახებ РБК Telegram-ზე იუწყება.

გარდა ამისა, აფეთქებისას კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.

ჟურავკო უკრაინიდან რუსეთში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების დღეს წავიდა და თავის Telegram არხზე ანტიუკრაინულ პოსტებს აქვეყნებდა. გუშინ მან გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ მისცა "რეფერენდუმზე" ხმა ხერსონის ოლქის ანექსიას.

რუსული პროპაგანდისტული არხი Russia Today Telegram-ზე იტყობინება, რომ აფეთქების დროს შენობაში მისი გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა, არ დაშავებულა, მაგრამ პროპაგანდისტების მანქანა დაზიანდა.

უმაღლესი რადას დეპუტატმა ფრაქცია „ევროპული სოლიდარობიდან“ ალექსეი გონჩარენკომ Telegram-ზე შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გამოაქვეყნა და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ RT-ის თანამშრომლებმა ღამე გაათიეს სასტუმროში.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობზონის კონცერტზე ჯერ არ არიან. მაგრამ ძალიან შეშინებული არიან", - წერს სახალხო დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები