ხერსონში უკრაინული სამხედრო ადმინისტრაცია დაბრუნდა

უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია ხერსონში დაბრუნდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა Facebook-ზე 12 ნოემბერს განაცხადა.

"ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მოვალეობის შესრულება უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და უშიშროების სამსახურმაც დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ტერიტორიას ნაღმებისგან წმენდს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნოთ", - განაცხადა მან.

ერთი დღით ადრე, იანუშევიჩმა ხერსონიდან წასულ მოქალაქეებს სთხოვა არ ეჩქარათ დეოკუპირებულ რაიონებში დაბრუნება.

"ახლა აქ ძალიან საშიშია. დიდია იმის ალბათობა, რომ მტერმა დანაღმა დეოკუპირებული დასახლებები. სანამ დაბრუნდებით, ტერიტორიები უნდა შემოწმდეს და გაინაღმოს. სახიფათო ობიექტებით აფეთქებულ მშვიდობიან მოსახლეობაში უკვე დიდი მსხვერპლია." - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები