ხერსონში ვითარება ზმეინიზე შექმნილ სურათს იმერეობს - იური ბუტუსოვის ანალიზი
უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი და საინფორმაციო პორტალ цензор.нет-ის დამფუძნებელი, იური ბუტუსოვი ხერსონის ფრონტზე შექმნილი სამხედრო-ტაქტიკურ სურათს აღწერს.
ბუტუსოვის თქმით, ხერსონში არსებული სურათი გვიან გაზაფხულზე კუნძულ ზმეინიზე შექმნილ სამხედრო-ოპერატიული ვითარების მსგავსი, როდესაც უკრაინული არმიის წნეხის ქვეშ ოკუპანტები იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ.
მიუხედავად ამისა, ბუტუსოვი წერს, რომ ხერსონის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ქალაქის გათავისუფლება უკრაინის შეაიარაღებული ძალებისთვის მარტივი არ იქნება.
ბუტუსოვის თქმით, ხერსონის ფრონტზე რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები მოქმედებენ და მათთან გამკლავება უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისგან უკიდურესად ეფექტურ დაგეგმვასა და აღსრულებას მოითხოვს.
"ხერსონში განლაგებულია რუსეთის თითქმის მთლიანი ВДВ: 3 დივიზია არსებული ოთხიდან და ოთხივე არსებული ბრიგადა. ნაწილებს მუდმივად ამარაგებენ ცოცხალი ძალით და სამხედრო ტექნიკით. რუსეთის ნაწილები ინარჩუნებენ ორგანიზაციას და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი უკრაინის მხრიდან პირველი ბიძგისთანავე გაიქცევიან. ამ დიდ ძალას მხოლოდ უფრო ეფექტური ძალა და ტაქტიკა დაამარცხებს",- წერს ბუტუსოვი.
ბუტუსოვის თქმით, მარცხების სერიამ შეცვალა რუსეთის გეგმები უკრაინაში და ამჟამად მათი მთავარი მიზანი დონბასში მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავება და ყირიმთან სახმელეთო კორიდორის შენარჩუნებაა, რომელიც ზაპორიჟიის ობლასტზე გადის.
"უკრაინის არმია აგრძელებს თავის იერიშს და ხერსონის კომფორტული პლაცდარმი რუსებისთვის მახედ გადაიქცა".
ბუტუსოვის თქმით, რუსეთის არმიამ ვერ შეძლო უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო ნაწილების განეიტრალება და ЗСУ-ს ზუსტი დარტყმების შედეგად, რუსებს ამ პოზიციის დაცვა ძალიან ძვირი უჯდებათ.
"რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაური, გენერალი სუროვიკინი იძულებულია უკრაინის არმიის წნეხის ქვეშ ქალაქის ჩასაბარებლად მოემზადოს. სუროვიკინი ხედავს, რომ მის ნაწილებს არ შეუძლია ფრონტის ამ მონაკვეთზე ინიციატივის დაბრუნება. ხერსონი რუსებისთვის გადაიქცა მახედ, რომელიც რეზერვებს ყლაპავს და რუსეთს არმიას არ აძლევს საშუალებას ზაპორიჟიასა და ხერსონში პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულოს".
ბუტუსოვი წერს, რომ რუსეთმა ხერსონის მიმართულებით ეშელონირებული თავდაცვის ხაზები ააგო, რომლის საშუალებით შედარებით უფრო მარტივად შეუძლია უკრაინის არმიის მცირე დანაყოფების გარღვევის შეჩერება.
"შეტევები პატარა ჯგუფებით და მხოლოდ ქვეითი ნაწილების ინფილტრაცია არაეფექტურია. შეტევა ეფექტურია მაშინ, როდესაც მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის, სისტემურად ხდება სამეთაურო პუნქტების დაზვერვა და განადგურება, როდესაც მუშაობს ანტი-სატანკო სისტემები და უზრუნველყოფილია საარტილერიო მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შეტევას წინ უნდა უძღოდეს მოწინააღმდიგის თავდაცვის მორეცხვა მნიშვნელოვან მონაკვეთზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეტევისთვის სულ სხვაო რაოდენობისა და ხარისხსის დაჯგუფებებია საჭირო".
ბუტუსოვის თქმით, რუსები ცდილობენ რაც შეიძლება დიდ ხანი შეინარჩუნონ ხერსონი და გაქცევას არ იჩქარებენ. "მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ მოვახერხებთ დარტყმის მიტანას რუსეთის დაჯგუფების ჩონხსა და ნერვულ კვანძებზე, ისინი უკან დაიხევენ".
უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატიულ ტაქტიკური ვითარება ხერსონში იმის მსგავსია, რაც გვიან გაზაფხულზე კუნძულ ზმეინიზე ხდებოდა, თუმცა მასშტაბი გაცილებით უფრო აღმატებულია.
"მტრის უკუქცევა უპირველესად ზუსტი და ეფექტური სარაკეტო-საარტილერიო იერიშით შეგვიძლია".
იური ბუტუსოვის თქმით, ხერსონში დამარცხება იმის დასტური იქნება, რომ პუტინის არმიამ ინიციატივის დაბრუნება მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის შემდეგაც ვერ შეძლო. "ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი იქნება და კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის არმიის უპირატესობას და უნარს გაანადგუროს ნებისმიერი ზომის სამხედრო დაჯგუფება".
ბუტუსოვის თქმით, ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ კიდევ წინაა - "ხერსონის გათავისუფლების ბრძოლაში წერტილს დასვამს უკრაინის არმია, რომელიც ამ ბრძოლაში ფლობს სრულ ინიციატივას".