ხერსონთან რუსი ოკუპანტების საწყობი იწვის

ოკუპირებულ ხერსონში რუსი ოკუპანტების საწყობი იწვის. ამის შესახებ 14 ივლისს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა.

"ხერსონის რაიონში ისევ იწვის საწყობი, სადაც "ნიტრატი და ჰუმანიტარული დახმარება" იყო, ასევე აფეთქების მიდამოებში ისმის სირენების ხმა და შესამჩნევია ორკების აურზაური, რომლებიც იფანტებიან სხვადასხვა ადგილებში. ორკებს ნაჩქარევად გამოაქვთ ნაძარცვი, პანიკურად იცვამენ სამოქალაქო ტანსაცმელს, დიდი ჩანთებით გარბიან სამოქალაქო ტრანსპორტით", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ "გაგრძელება იქნება".

მსგავსი სიახლეები