კიევის ადმინისტრაცია: ქალაქის მიმართულებით გაშვებული ოცივე რაკეტა ჩამოვაგდეთ

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქის მიმართულებით ნასროლი ოცივე რაკეტა ჩამოაგდო. 

ყველა საჰაერო სამიზნის გაუენებლყოფის მიუხედავად დაბომბვას მსხვერპლი მაინც მოჰყვა - დაიღუპა 55 წლის მამაკაცი, რომელიც რაკეტის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა, დაშავებულია 2 მოქალაქე. 

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტები საშტატო რეჟიმში მუშაობს. 

კონტექსტი

გუშინდელი ღამიდან მოყოლებული უკრაინის მიმართულებით მორიგი საჰაერო იერიში განხორციელდა - უკრაინული მხარის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვრითვას ცდილობდა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული წარმოების ათეულობით დრონი შევიდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 24 დრონი ჩამოაგდო. დრონებით იერიშის მოჰყვა სარაკეტო იერიში. სხვასდასხვა მონაცემებით, უკრაინის მიმართულებით 30-სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლეს. 

აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში და დნიპროში, სადაც დაზიანებულია ენერგეტიკის ობიექტები. 

მსგავსი სიახლეები