კიევს ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას მიწვევით კიევში ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები იან ლიპავსკი, ივან კორჩოკი და ალექსანდრ შალენბერგი ჩავლენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთობლივი ვიზიტი 7-8 თებერვალს არის დაგეგმილი.

სლავკოვის ფორმატის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სოლიდარობის გამოსახატად, უკრაინას ერთობლივად ისტორიაში პირველად ეწვევიან.

ლიპავსკი, კორჩოკი და შალენბერგი აღმოსავლეთ უკრაინაშიც ჩავლენ, რათა სიტუაციას საოკუპაციო ხაზთან თავად გაეცნონ. ჩეხი, სლოვაკი და ავსტრიელი კოლეგები დმიტრი კულებასთან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე ისაუბრებენ.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთმა 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. კიევისა და დასავლეთში შიშობენ, რომ ეს ქმედებები მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისთვის მზადების ნაწილია. 

მსგავსი სიახლეები