კიევში ექიმებმა 13 წლის გოგონას თავიდან რუსული ჭურვის ფრაგმენტი ამოიღეს

29 მარტს კიევის "Охматдет-ის" ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა 13 წლის გოგონას თავიდან რუსული ჭურვის ფრაგმენტი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია 3 აპრილს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.  

13 წლის სოფია 5 მარტს მიკოლაივის რეგიონში რუსული დაბომბვისას დაიჭრა. ოკუპანტის ჭურვი მისი ოჯახის სახლს მოხვდა.

სამი კვირის განმავლობაში გოგონა ნიკოლაევში მკურნალობდა. მარტის ბოლოს მან და დედამისმა შეძლეს "Охматдет-ში" მოხვედრა, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს.

"ექიმებმა მისი თავიდან ამოიღეს ჭურვის ფრაგმენტი, რომელიც გაიარა საფეთქელთან და თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის გაჩერდა", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტრომ პაციენტის თავის ტვინის MRI სურათები და ამოღებული ფრაგმენტის ფოტო გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები