კირილენკო: დონეცკის ოლქის 45%-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის ოლქის ტერიტორიის 45%-ს აკონტროლებს. ამის შესახებ 26 აგვისტოს დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ Настоящее Время-ს ეთერში განაცხადა.

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს დონეცკის რეგიონში უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 670 000 მუდმივი მცხოვრები იყო. ახლა კონტროლირებადი ტერიტორიის 45%-ზე დაახლოებით 350 000 მოქალაქე რჩება", - თქვა მან.

მისი თქმით, 2014 წლიდან ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის სამი მეოთხედი ევაკუირებულია.

მსგავსი სიახლეები