კლიმკინი: უკრაინა უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ იქნება, როცა კოლექტიურ ჟირინოვსკის დავამარცხებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პავლო კლიმკინმა 6 აპრილს ფეისბუქზე დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალება არავის სწყინს.
კლიმკინმა აღნიშნა, რომ კოლექტიური ჟირინოვსკი ცოცხალია.
"მას, როგორც ურჩხულს, პუტინის პროპაგანდა კვებავს. ჩვენი არმია დაამარცხებს რუსეთს, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როდესაც დავამარცხებთ კოლექტიურ ჟირინოვსკის. რუსეთში უკრაინის "დენაციფიკაციაზე" სისულელეებს მღერიან, მაგრამ რუსეთის დეფაშიზაცია სასწრაფოდ არის საჭირო. ამის გარეშე არც უკრაინა იქნება უსაფრთხოდ და არც მსოფლიო." - თქვა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
9 თებერვალს ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსით მოკვდა. ის რვაჯერ იყო აცრილი რუსული კორონავირუსის ვაქცინებით.