კოსოვომ სერბული დოკუმენტების გაუქმების კანონის მიღება გადაწია

კოსოვოს მთავრობამ გადაწია კანონის მიღება, რომელიც სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტაციის გაუქმებას ითვალისწინებდა - სწორედ ეს იყო დაძაბულობის მიზეზი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Danas ავრცელებს

ამგვარი გადაწყვეტილება კოსოვომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ მიიღო - აშშ-ს საგარეო უწყებამ კოსოვოს ვითარების განსამუხტად აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადის გადაწევისკენ მოუწოდა. 

მთელი დღის განმავლობაში რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვო ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

დაძაბულობის მიზეზი კოსოვოს მიერ მიღებული ახალი ზომა გახდა, რომლის მიხედვითაც კოსოვოს ტერიტორიაზე შესულ მოქალაქეებს გადაეცემათ დროებითი დოკუმენტები, ხოლო სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულად მიიჩნევა.

თავის მხრივ პრიშტინაში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც გამოიწვია სერბეთის გადაწყვეტილებამ არ ცნოს კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია. 

მსგავსი სიახლეები