კოსოვოს პრეზიდენტი: რუსეთი სერბეთს ბალკანეთის დესტაბილიზაციისთვის იყენებს
კოსოვოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მის ტრადიციულ მოკავშირე სერბეთს ბალკანეთის რეგიონში დესტაბილიზაციის შესაქმნელად იყენებს.
ვიოსა ოსმანიმ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების 14 წლის აღსანიშნავ ცერემონიაზე თქვა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.
"რუსეთის აგრესიული კურსის გამო, დღეს კოსოვო, რეგიონი და მთელი მსოფლიო საფრთხეშია." - თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.
2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა ბალკანური სახელმწიფო დამოუკიდებლად არ ცნო.
ბოლო თვეებში სერბეთმა და რუსეთმა სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავეს. სერბეთმა რუსეთისგან ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები შეიძინა, რაც კოსოვოს შეშფოთებას იწვევს.