კრემლი: უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიებიც ვაღიარეთ
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ტერიტორია უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს.
პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ე.წ. რესპუბლიკები იმ საზღვრებში აღიარა, რომლებსაც სეპარატისტები თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ.
განსხვავებული პოზიცია გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებით, რუსეთმა ე.წ. რესპუბლიკები მათ იურისდიქციაში მყოფი ტერიტორიის ფარგლებში აღიარა.
გუშინ, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.