კუბილიუსი და აუსტრევიჩიუსი ევროპარლამენტის წევრები კიდევ ერთხელ გახდნენ
ლიეტუველი ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და პეტრას აუსტრევიჩიუსი, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევნიან, ევრპარლამენტში ადგილებს შეინარჩუნებენ.
ამის შესახებ Delfi წერს.
ლიეტუვაში "სამშობლოს კავშირმა - ქრისტიან-დემოკრატებმა" ევროპულ არჩევნებში ხმების 21%-ით გაიმარჯვეს, რაც მათ სამ მანდატს აძლევს - ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე და პაულუს საუდარგასი, რომელიც ახლა სეიმის თავმჯდომარის მოადგილეა.
მეორე ადგილი სოციალ-დემოკრატებმა 17.64%-ით დაიკავეს.
"გლეხთა და მწვანეთა კავშირი" 8.96%-ით მესამე ადგილზე გავიდა, ერთ მანდატს აურელიუს ვერიგა მიიღებს.
"თავისუფლების პარტიამ" თითქმის 8% მოიპოვა და მანდატს დაინიუს ჟალიმასი მოიპოვებს.
"ლიეტუვასთვის დემოკრატთა კავშირიდან " ევროპარლამენტის წევრი ვირჯინიუს სინკევიჩიუსი გახდება, რომელიც ახლა ევროკომისარია.
ლიბერალურმა პარტიამ, რომელის წევრიც პეტრას აუსტრევიჩიუსია, 5.3% მიიღო და ის მანდატს შეინარჩუნებს.
ლიეტუველი ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევაინ.
1 მაისს, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა X-ზე დაწერა, რომ "პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება."
პეტრას აუსტრევიჩიუსი განსაკუთრებით კრიტიკული იყო "ქართული ოცნების" მიმართ რუსული კანონის დამტკიცებისას.
23 აპრილს, ევროპარლამენტში გამოსვლისას პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ "მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიიღოს სანქციები, ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნას."