კულება: აშშ უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე ურყევად იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დმიტრო კულება და ოლექსი რეზნიკოვი 26 მარტს ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდნენ. თეთრი სახლის მეთაური უკრაინელი მინისტრების მოლაპარაკებებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან მოგვიანებით შეუერთდა.

ამის შესახებ კულებამ ფეისბუქზე ლაივში ისაუბრა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბაიდენი შეხვედრას ორი მიზეზის გამო შეუერთდა - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგის განსავითარებლად და ასევე უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

"და დიდი სიამოვნებით გადმოვცემ თითოეულ თქვენგანს აღტაცების ამ სიტყვებს, თითოეულ ჯარისკაცს სანგრებში ფრონტის ხაზზე, თითოეულ სამოქალაქო პირს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტს, მარიუპოლის თითოეულ დამცველს“, - განაცხადა მან.

კულებამ აღნიშნა, რომ ბაიდენმა ბევრი ისაუბრა, მაგრამ არის ორი რამ, რისი თქმაც შეიძლება.

"პირველ რიგში, ის, რაც უკრაინაში ხდება, 21-ე საუკუნეს შეცვლის და მას აქვს ამის ნათელი გაგება: რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ 2014 წლიდან, რომ ეს არ არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ტირანიის ომი თავისუფალი სამყარო წინააღმდეგ. დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ზუსტად ასე თქვა: 'ის, რაც უკრაინაში ხდება, შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას. და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილება ჩვენს სასარგებლოდ იყოს.' მეორე: ბაიდენის სიტყვები, რომ აშშ ურყევად იქნება უკრაინასთან აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენს გამარჯვებამდე. ვერაფერი აიძულებს შეერთებულ შტატებს ზურგი შეაქციოს უკრაინას ან შეასუსტოს მხარდაჭერა. პირიქით, ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება", - თქვა კულებამ.

მსგავსი სიახლეები