კულება: მოლაპარაკებების დროს ლავროვისთვის ცხვირში დარტყმა მსურდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომის დაწყების საწყის ეტაპზე, მოლაპარკაბების დროს, მას არაერთხელ გასჩენია სურვილი, რომ სერგეი ლავროვისთვის სახეში ჩაერტყა. 

"ყველაზე რთული მოლაპარკება ისაა, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ უნდა წამოდგე და მოპირდაპირე მხარეს მჯდომს ცხვირში დაარტყა, მაგრამ ამას გაკეთება არ შეგიძლია."

მისი თქმით, ეს სურვილი მას 2022 წელს, ანტალიაში რუსეთთან გამართულ მოლაპარკებებზე გაუჩნდა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას ლავროვი ხელმძღვანელობდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინტერვიუ უკრაინელ ბლოგერს მისცა, სადაც თითქმის ყველაფერზე ისაუბრა, მათ შორის პერსონალურ საკითხებზე. 

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარკებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა, ხოლო მას შემდეგ, მხარეებს შორის კონტაქტი არ ყოფილა. 

უკრაინული მხარის პოზიცია მოლაპარკებების შესახებ, კიდევ ერთხელ გააჟღერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სულ ცოტა ხნის წინ, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტების გასვლამდე, მსგავსი ინიციატივა მათი მხრიდან არ იქნება. 

მსგავსი სიახლეები