კულება პუტინს: ომში მილიონების ხარჯვის ნაცვლად, ხალხზე იზრუნე

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ურჩევს, ომების წარმოების ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამის შესახებ მან Vice News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, შეხვედრის შემთხვევაში, რას ეტყოდა პუტინს, კულებამ უპასუხა: "შენს საქმეს მიხედე, იზრუნე შენს ხალხზე. თუ ის კონცენტრირდება რუსეთის კეთილდღეობასა და მომავალზე, ნაცვლად იმისა, რომ დახარჯოს მილიონები ომზე, კიბერთავდასხმებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ომის საფრთხის შექმნაზე, რუსეთი სხვანაირი იქნებოდა, ბევრად უკეთესი ადგილი საცხოვრებლად, ჩვენ კი ნაკლები თავის ტკივილი გვექნებოდა."

მისი განცხადებით, კიევი და მისი პარტნიორები მუშაობენ, რათა "უარესი სცენარი" თავიდან აიცილონ.

ასევე კულებამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ძალიან ეხმარება უკრაინას, ზოგიერთი სახელმწიფო კი ამას არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები