კულება: რუსეთი 'ისლამურ სახელმწიფოზე' უარესია

საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მოვიდნენ რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებულ უკრაინულ დასახლებებში, რათა დაადასტურონ ომის დანაშაულები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 3 აპრილს ბრიტანული ბრიტანული რადიო Times-ის ეთერში განაცხადა.

"მოვუწოდებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში, რათა შეაგროვონ რუსეთის სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება", - თქვა მან.

უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი მოთხოვნა ჰააგის სასამართლოში უკვე გაგზავნა.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ და ვეძებთ ცხედრებს, მაგრამ მათი რიცხვი უკვე ასობითაა. გვამები ქუჩებში დევს. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს ამ სოფლებში და ქალაქებში ყოფნისას ხოცავდნენ, ასე ტოვებდნენ მათ... ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. 21-ე საუკუნეში, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ ხდება, რუსეთი ისლამურ სახელმწიფოზე უარესია", - განაცხადა კულებამ.

მან "ცხოვრების საქმე" უწოდა ამოცანას "ყოველი ღონე გამოიყენოს დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად".

"ეს ჩემი ცხოვრების საქმეა, რომელითაც ბოლო ამოსუნთქვამდე ვიქნები დაკავებული, სანამ პასუხს ყველა არ აგებს", - აღნიშნა კულებამ.

მსგავსი სიახლეები