კულება: უკრაინას კონტრშეტევისთვის საკმარისი შეიარაღება აქვს

უკრაინას აქვს საკმარისი შეიარაღება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, განაცხადა 5 ივნისს Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ დასჭირდება მოკავშირეებისგან შეიარაღების მუდმივი მიწოდება.

კულებას თქმით, "ერთია, გქონდეს საკმარისი იარაღი მის დასაწყებად, მაგრამ მეორეა, უზრუნველყოფილი იყოს მიწოდების სტაბილურობა, რათა ის გააგრძელო იქამდე, სანამ საჭირო იქნება."

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პარტნიორები გააგრძელებენ იარაღის მიწოდებას იქამდე, სანამ ისინი ომში დასახულ მიზნებს არ მიაღწევენ.

ამავდროულად, კულებამ აღიარა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სირთულეები შეექმნებათ წარმოების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები