კურსკში იერიში ზელენსკის იდეაა, ზოგი გენერალი წინააღმდეგი იყო, მათ შორის ზალუჟნიც

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე იერიში პრეზიდენტ ზელენსკის იდეაა, მსგავს ოპერაციას სარისკოდ მიიჩნევდა ზოგი გენერალი, მათ შორის ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი. 

ინფორმაციას ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, პირველად მსგავსი იდეა უკრაინის საგანგებო კაბინეტის სხდომაზე, პრეზიდენტმა ზელენსკის მიმდინარე წლის დასაწყისში გააჟღერა, ამ დროს ЗСУ-ს მთავარსარდლის პოსტს, ვალერი ზალუჟნი იკავებდა. გენერალი ზალუჟნის შეფასებით ოპერაციის გეგმა საზღვრის გარღვევის შემდეგ მეორე დარტყმის შესახებ სვამდა კითხვებს - "რა ხდება მას შემდეგ რაც საზღვარს გავარღვევთ?! ზალუჟნიმ ამ კითხვაზე ზელენსკისგან პასუხი ვერ მიიღო, მას მიაჩნდა, რომ ეს ძალიან სარისკო იყო."

Politico-ს ცნობით, ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ შეხვედრებზე კურსკის ოლქში იერიში გაუმართლებლად სარისკოდ მიიჩნია უკრაინის 80-ე სადესანტო-მოეირიშე მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა გენერალმა, ემილ იშკულოვმა. გენერლის შეფასებით, მისი ქვეშერმდომები რუსეთის ტერიტორიაზე რუსული დრონებისა და საავიაციო დარტყმების წინაშე დაუცველი დარჩებოდა, რაც მკვეთრად გაზრდიდა ბრიგადის დანაკარგებზე. 

კურსკის ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ემილ ეშკულოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც დაქვემდებარებულის საჯარო პროტესტი და პრეზიდენტისა და მთავარსარდალ სირსკისადმი გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ თხოვნის მიმართვა მოჰყვა. 

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ემილ ეშკულოვმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა ზემდგომების ისეთი დავალების შესრულებაზე, რომლის რესურსიც მის ბრიგადას არ ჰქონდა. 

კურსკში მიმდინარე ოპერაციის რისკები უკრაინელი და დასავლელი სამხედრო ექსპერტები იერიშის პირველივე დღეებიდან საუბრობენ. კურსკში მიმდინარე იერიშის პარალელურად გასულ დღეებში კვლავ გაიზარდა რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი დონეცკის ოლქში.

საუბარია ქალაქ პოკროვსკისა და ვუჰლედარის მიმართულებებზე - პოკროვსკი დონეცკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში უკრაინული დანაყოფების მომარაგების მთავარი ლოჯისტიკური არტერიაა, ხოლო ვუჰლედარი მსგავს ფუნქციას ასრულებს ოლქის სამხრეთ ნაწილში მებრძოლი დანაყოფებისთვის. 

გასულ კვირას იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ვითარება ნორმალიზაციის პროცესშია, თუმცა კვლავ რთული ვითარებაა. 

 

მსგავსი სიახლეები