კვებეკში აუცრელებს გადასახადი უწესდებათ
კანადაში, კვებეკის პროვინციაში, აუცრელ ადამიანებს ჯანდაცვის გადასახადი დაუწესდებათ. ამის შესახებ სამშაბათს შტატის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
კვებეკში, სადაც კანადის პროვინციებს შორის კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსის ახალი ტალღაა.
შტატის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია აუცრელი, მაგრამ ისინი მძიმე პაციენტების ნახევარი არიან.
კვებეკის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ლეგოს თქმით, გადასახადის ოდენობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ის "მნიშვნელოვანი" იქნება.
კვებეკში 22:00-05:00 პერიოდში კომენდანტის საათია დაწესებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შტატში კორონავირუსით 12 028 ადამიანი დაიღუპა.