კვლევა: ბაიდენის საქმიანობას ამერიკელების 44% პოზიტიურად აფასებს

Morning Consult-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენის საქმიანობას ამერიკელების 44% დადებითად აფასებს, 53% კი - უარყოფითად.

გამოკითხულთა 47%-მა თქვა, რომ 2020 წელს ხმა ბაიდენს მისცა, ხოლო 43%-მა ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, 8%-მა თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 2%-მა თქვა, რომ ხმა სხვა კანდიდატს მისცა.

8-10 დეკემბერს ჩატარებულ კვლევაში 2006 რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი 2%-ია.

2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული Morning Consult-ის კვლევით, ბაიდენის რეიტინგი 43% იყო.

მსგავსი სიახლეები