კვლევა: ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტს მოქმედზე 14 %-ით მეტი მხარდაჭერა აქვს
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა მოქმედ ლიდერ ჟაირ ბოლსონარუს 14 პროცენტიანი სხვაობით უსწრებს.
Instituto FSB-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, მემარცხენე ლულას, ბრაზილიელების 46 პროცენტი უჭერს მხარს, რაც წინა თვის მონაცემებზე ხუთი პროცენტით უფრო მაღალია.
მოქმედი პრეზიდენტის, მემარჯვენე-პოპულისტური შეხედულებებით გამორჩეული ჟაირ ბოლსონარუს რეიტინგი არ შეცვლილა და 32 პროცენტს აღწევს.
საპრეზიდენტო მარათონს, ცოტა ხნის წინ გამოეთიშნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრი სერჟუ მორო და სან-პაულოს შტატის ყოფილი გუბერნატორი ჟოაო დორია.
ორგანიზაციის განცხადებით, ამომრჩევლები მთავარ პრობლემად ინფლაციის ზრდას ხედავენ, რაც მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს.
ფასების ზრდის შეკავება, ბოლსონარუს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საარჩევნო გამოწვევად შეიძლება იქცეს.
ჟაირ ბოლსონარუ, რომელმაც ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი 2019 წელს დაიკავა, კრიტიკის ქარცეცხლში პანდემიის არაეფექტიანი მენეჯმენტის გამო მოექცა.
პარალელურად, არჩევნებისთვის ემზადება ბრაზილიის ყოფილი ლიდერი, ბოლსონარუს მთავარი კონკურენტი - ლულა.
76 წლის პოლიტიკოსი, რომელმაც კორუფციაში ბრალდების გამო, რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, მემარცხენე ამომრჩევლის გაერთიანებას შეეცდება.
გასულ წელს, სასამართლომ ლულა გაამართლა, და მას მსჯავრდებულის სტატუსი მოუხსნა, რის შედეგადაც ის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს.