კვლევა: დაბრუნებული უკრაინელების 94% დარწმუნებულია რუსეთზე გამარჯვებაში
რუსი დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელების 94.3% დარწმუნებულია რუსეთზე გამარჯვებაში. ამას რაზუმკოვის ცენტრის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის არ არის არცერთი ისეთი, ვინც თვლის, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
გამოკითხულთა 5.7%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
სოციოლოგების თქმით, მათ შორის, ვინც მარტის მეორე ნახევარში უკრაინა დატოვა, 89.1%-ს სჯეროდა გამარჯვების, 1% - თვლიდა, რომ რუსეთის ფედერაციის დამარცხება შეუძლებელი იყო; 9.9%-მა კითხვაზე პასუხი ვერ გასცა.
გამოკითხვა 11 აპრილიდან 6 მაისამდე უკრაინის 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებში ჩატარდა, რომლებმაც რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო დატოვეს ქვეყანა და ახლა უკან ბრუნდებიან.