კვლევა: უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს
უკრაინელების 91.5%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს. ამას მოწმობს 22 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც ილკო კუჩერივის სახელობის "დემოკრატიული ინიციატივის" ფონდმა რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიურ სამსახურთან ერთად ჩაატარა.
გამოკითხულთა 4.1%-ს არ სჯერა უკრაინის გამარჯვების.
კიდევ 4.4%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება, 34.3% ფიქრობს, რომ ეს ერთ-ორ წელიწადში მოხდება.
უკრაინელების 31.2%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა წლის ბოლომდე გაიმაჯრვებს.
მოქალაქეების 7.1% ვარაუდობს, რომ რუსეთის დამარცხებას სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, 2.1% - ხუთ წელზე მეტი. გამოკითხულთა 1.7% ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება მათ სიცოცხლეში.
გამოკითხულთა კიდევ 23.1%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კვლევა 5-დან 12 აგვისტოს ჩათვლით 18 წელზე უფროის ასაკის მოქალაქეებში ჩატარდა. ჯამში 2024 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ, 112 დასახლებაში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც არ არის საომარი მოქმედებები. შერჩევის თეორიული ცდომილება 2.3%-ს არ აღემატება.