კვლევა: უკრაინელების ორი მესამედი თვლის, რომ უკრაინა რუსეთის დამარცხებას შეძლებს
უკრაინელების 70%-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ რუსი ოკუპანტების შემოჭრის მოგერიებას. ამას სოციოლოგიური ჯგუფის, "რეიტინგის" კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 47% "აბსოლუტურად დარწმუნებულია" უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებში, 23% კი - "თითქმის დარწმუნებული".
"თითქმის არ ვარ დარწმუნებული" გამოკითხულთა 3%-მა აირჩია, ხოლო "არ ვარ დარწმუნებული" - 13%-მა.
გამოკითხულთა 15%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
2022 წელს, ომის დაწყებამდე ჩატარებულ იმავე კვლევაში, უკრაინის არმიის შესაძლებლობების უფრო ნაკლებ ადამიანს სჯეროდა.