Kyiv Independent: რამდენიმე საათში ბელარუსი უკრაინას ომს გამოუცხადებს

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე საათში ბელარუსი უკრაინას ომს გამოუცხადებს.

გამოცემას რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ 28 თებერვალს, დილის 05:00-ზე უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსი მედესანტეებს გადასხამს.

უცნობია წყარო კიევის დროით 05:00 საათს გულისხმობდა, თუ მინსკის.

წყაროს ცნობით, ბელარუსი ჯარისკაცები შეიძლება განთავსდნენ კიევისა და ჟიტომირის ოლქებში.

The Kyiv Independent აცხადებს, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.

გუშინ, ბელარუსის სამხედრო-სადესანტო დანაყოფების ყოფილმა მეთაურმა ვალერი შახაშიკმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ბელარუს სამხედროებს მოუწოდა არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებეს და არ ჩაერთონ მეგობრული ერის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

მსგავსი სიახლეები